თბილისის მერი კახა კალაძე პროპაგანდას უწოდებს განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით რუსეთში ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი ხვდება და ზოგადად, ქვეყანა რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა CNN-ის ჟურნალისტის კრისტიან ამანპურის მიერ ევროკომისიის თავმჯდომარისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვას, რომ რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ჰკითხა, როგორ შეიძლება ამის შეჩერება.
“ეს მიზანმიმართული პროპაგანდა და ზეწოლაა საქართველოზე. იცით, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა დ მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს. ზეწოლის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული იყოს. ძალიან ხშირია ბრალდებები და მიზანმიმართული პროპაგანდა იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო ვიღაცას რაღაცაში ეხმარება, თუმცა ამის შესახებ ფაქტები ნულია”,-განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის მცდელობას დაეზუსტებინა CNN იტყუება თუ არა კალაძემ არ უპასუხა.
ვრცლად ამ თემაზე ნახეთ აქ




























