მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ისრაელიდან ტურისტული შემოსავალი 74%-ით გაეზარდა

ისრაელი

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა საქართველოში ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები.

სებ-ის მონაცემებით, ისრაელიდან შემოსავალმა 2025 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამავე პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ისრაელიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 72.9%-ით გაიზარდა და 80,896-ს გაუტოლდა.

ამასთან, იანვარ-მარტში შედარებით მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან - 19.8% და საუდის არაბეთიდან - 12.3%.

ჯამურად, I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია.

ტურიზმიდან შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • რუსეთი - 141.8 მლნ დოლარი/კლება 17.2%;
  • ისრაელი - 114.2 მლნ დოლარი/ზრდა 73.7%;
  • თურქეთი - 107.1 მლნ დოლარი/კლება 8.8%;
  • ევროკავშირი - 103.2 მლნ დოლარი/კლება 4.8%;
  • აზერბაიჯანი - 48.6 მლნ დოლარი/ზრდა 19.8%;
  • უკრაინა - 33.7 მლნ დოლარი/ზრდა 2%;
  • სომხეთი - 28.2 მლნ დოლარი/კლება 10%;
  • ირანი - 27.2 მლნ დოლარი/კლება 8%;
  • ბელარუსი - 15.9 მლნ დოლარი/კლება 3.8%;
  • საუდის არაბეთი - 8.7 მლნ დოლარი/ზრდა 12.3%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 197.4 მლნ დოლარი/ზრდა 6%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები