მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ისტორიული ადგილი ევროპაშია. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - სოსო ფხაკაძე

სოსო ფხაკაძე

ბიზნესმენი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ფხაკაძე LinkedIn-ზე წერს, რომ საქართველო მუდმივად აჩვენებს გამძლეობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო მუდმივად აჩვენებს გამძლეობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.

საქართველოს ისტორიული ადგილი ევროპაშია და მე ყოველთვის მტკიცედ მჯეროდა და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებით შეასრულებს ამ ფასდაუდებელ და ყველაზე სტრატეგიულ მისიას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს", - დაწერა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები