მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Trump Tower Tbilisi ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე - სოსო ფხაკაძე

ვისოლ ჯგუფი

თბილისში, Trump Tower-ის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებლის სოსო ფხაკაძის განცხადებით, Trump Tower Tbilisi ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე. ამის შესახებ მან Linkedin-ზე დაპოსტა.

მისი შეფასებით, პროექტის ეკონომიკური ეფექტი მრავალმხრივი იქნება.

Trump Tower Tbilisi ჩვენთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცალკე აღებული დეველოპერული პროექტი — ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში.

ჩვენს პარტნიორთან, “არქისთან” ერთად გვჯერა, რომ თბილისი იმსახურებს იმავე ხარისხის არქიტექტურასა და ცხოვრების სტანდარტს, რასაც ნიუ-იორკი, მაიამი თუ დუბაი სთავაზობენ საკუთარ მოქალაქეებსა და სტუმრებს — და ეს პროექტი სწორედ ამ რწმენის მატერიალიზებაა.


პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობენ: The Sapir Organization-ი, BLOX Group-ი და Finvest Georgia.


პროექტის არქიტექტორია Gensler-ი, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი არქიტექტურული კომპანია. The Trump Organization-ის გლობალური სტანდარტებისა და Gensler-ის პროფესიონალიზმის შერწყმით შექმნილი პროექტი აუცილებლად გახდება ჩვენი დედაქალაქის ახალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა და დააწესებს სრულიად ახალ ხარისხობრივ სტანდარტს.

პროექტის ეკონომიკური ეფექტი მრავალმხრივია: მასშტაბური პროექტის ირგვლივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სამშენებლო და ოპერაციულ ფაზებზე, საერთაშორისო ბაზრებიდან უძრავი ქონების შესყიდვის მსურველთა ინტერესის ზრდა და ქართული დეველოპერული ინდუსტრიის შემდგომი განვითარება. აღნიშნული პროექტი არის სტრატეგიული ეტაპი და იგი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე“, - წერს სოსო ფხაკაძე.

19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ Trump Organization-ი ქართველ პარტნიორებთან ერთად თბილისში 70-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენის, Trump Tower-ის მშენებლობას გეგმავს. ეს პროექტი დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. იგი ფუფუნების კლასის საცხოვრებელ ბინებსა და სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურას მოიცავს. ინფორმაცია The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა წერს.

პროექტის ძირითადი დეველოპერები არიან - Biographi Living-ი და "არქი ჯგუფი". პროექტის განვითარებაში ასევე ჩართულია Sapir Organization-ი, რომელიც ქართული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენის თამირ საპირის (თემურ სეფიაშვილის) მიერ არის დაფუძნებული. ასევე პროექტში ჩართულია "ბლოქს ჯგუფი" და Finvest Georgia.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები