მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორად გვანცა ვარამაშვილი დაინიშნა

გვანცა ვარამაშვილი

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე გვანცა ვარამაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"გვანცა ვარამაშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ამჟამად იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია; მიღებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.

გვანცა ვარამაშვილი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორია, მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის სტიპენდია.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე იგი იკავებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას", - წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფუნქციაა საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის და ქართული სამართლის, საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა, სასწავლო პროგრამების განხორციელებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები