მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება იუსტიციის სამინისტროს საკუთარი ონლაინ ტელევიზია?

სტუდია იუსტიცია

იუსტიციის სამინისტრომ საკუთარი ონლაინ ტელევიზია გახსნა. სტუდია „იუსტიციის“ პირველი გადაცემა სოციალურ პლატფორმებზე (YouTube, Facebook) ივნისში გამოჩნდა და სტუმარი იუსტიციის მინისტრი იყო. პროექტის შესახებ რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის "საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებს”.

BMG-მ დამატებითი ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში გვითხრეს, 2024 წლის ბიუჯეტიდან სტუდია „იუსტიციისთვის“ 184 000 ლარია გამოყოფილი. სამინისტროს თანახმად, პროექტს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ ახორციელებს და მისივე საკუთარი შემოსავლებიდან ფინანსდება.

რაც შეეხება მიზნობრიობას, სამინისტროს განმარტებით, ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მომზადდება შემეცნებითი გადაცემები, რომელთა მეშვეობითაც იურისტები, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, დოქტორანტები და სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული სხვა პირები მიიღებენ სათანადო ინფორმაციას სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

უწყებაში არ უპასუხეს BMG-ის კითხვების ნაწილს, მათ შორის: პროექტის ხანგრძლივობასთან, დასაქმებულთა რაოდენობასთან და ბიუჯეტის დეტალურ განაწილებასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები