მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სტუდია იუსტიცია” იქნება პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია” - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე
13.06.24 22:40
1364

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოში პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია “სტუდია იუსტიცია” იხსნება. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ონლაინ ტელევიზია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებს.

ესეც ასე, ახალი ინოვაციური პროექტი “სტუდია იუსტიცია” დაწყებულია. ეს იქნება პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც იურისტებს ექნებათ საშუალება, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მოსაზრებები. სტუდენტებს კი შეეძლებათ სრულიად ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით ლექციების მოსმენა და განათლების მიღება, რაც განსაკუთრებულად მახარებს და ემოციურია ის, რომ ეს პროექტი ატარებს სამარკო ნიშანს დამზადებულია საქართველოში! უღმესი მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ეს იდეა რეალობად აქცია. წინ ბევრი სასიამოვნო სიახლეა", - წერს რატი ბრეგაძე.

Bm.ge პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას შეეცდება, მათ შორის მის დაფინანსებასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციის მოძიებისთანავე ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები