მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კაპიტალი ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე $300 მლნ-მდე მოცულობის ბონდის გამოშვებას განიხილავს

64a2e27f607cf
შოთა ტყეშელაშვილი
03.07.23 18:58
1482
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ფონდი “საქართველოს კაპიტალი” ადგილობრივ ბაზარზე $300 მილიონის მოცულობის ფასიანი ქაღალდის გამოშვებას განიხილავს - ამის შესახებ კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.

განცხადების თანახმად, საქართველოს კაპიტალი ამ გზით 2018 წელს გამოშვებული 6-წლიანი ვადიანობის $300-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს. აღნიშნული ბონდების დაფარვის ვადა 2024 წლის 9 მარტით არის განსაზღვრული.

ფონდის განცხადების მიხედვით, ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად მათ არაერთ საინვესტიციო ბანკს მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით მათი მხრიდან შესაბამის პროექტში მონაწილეობის დაინტერესება არ გამოთქმულა. “საქართველოს კაპიტალის” ინფორმაციით, ობლიგაციების განთავსებასთან დაკავშირებით სიახლის არსებობის შემთხვევაში საზოგადოებას მას გააცნობენ.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს კაპიტალის” ერთი აქცია ამჟამად 8.41 გირვანქა სტერლინგად ივაჭრება. ერთწლიან ჭრილში კომპანიის აქციების ფასი 41%-ით არის გაზრდილი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 364 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები