მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა "საქართველოს კაპიტალის" $150-მილიონიან ობლიგაციებში $25 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მორიგი მსხვილი ტრანზაქციის შესახებ აქვეყნებს განცხადებას. EBRD-მა სს "საქართველოს კაპიტალის" მიერ გამოშვებული 150 მილიონი დოლარის ოდენობის ობლიგაციებში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ეს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ფასიანი ქაღალდია. 

"შემოსული თანხა მოხმარდება GCAP-ს ევრობონდების რეფინანსირებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის კომპანიის საინვესტიციო პოტენციალს და გააძლიერებს მისი კაპიტალის მართვის შესაძლებლობებს. ტრანზაქცია თანხვედრაშია როგორც SLB ჩარჩოსთან, ასევე GCAP-ის გარემოსდაცვით ამბიციებთან: ტრანზაქციის ფარგლებში კომპანია აპირებს 2027 წლის ბოლომდე ნახშირორჟანგი ემისიების 20%-ით შემცირებას.

ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული, 5 წლიანი ვადით. მისი შემოსავლიანობა 8.5%-იანი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით არის განსაზღვრული და გამოცემულია 2023 წლის 3 აგვისტოს. ემისია თანხვედრაშია „საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ასოციაციის“ (ICMA) SLB პრინციპებთან. ობლიგაციების განთავსება მოხდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ემისიას მხარი დაუჭირეს პარტნიორმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა.

EBRD-ს და GCAP-ს ხანგრძლივი და ახლო თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის 2018 წელს პირველი ევრობონდების გამოცემაა.

GCAP-ი არის დივერსიფიცირებული ჰოლდინგი, რომელიც შვილობილი კომპანიებით წარმოდგენილია მთელ რიგ სექტორებში. კომპანია აქტიურია ჯანდაცვის, სააფთიაქო, დაზღვევის, განახლებადი ენერგიის და სხვა სექტორებში. აღსანიშნავია რომ GCAP-ი ერთადერთი ქართული არასაბანკო ორგანიზაციაა რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

EBRD-მა საქართველოში დღემდე თითქმის 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 286 პროექტის ფარგლებში, რომელთა 82 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს,"- ნათქვამია EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.