მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს კაპიტალი" კომპანია „არდის“ გაყოფის შედეგად „არდი დაზღვევის“ ინვესტორი და მფლობელი გახდა - დეტალები

არდი

საქართველოს კაპიტალი სადაზღვევო კომპანია „არდის“ გაყოფის შედეგად ჰოლდინგში შემავალი კომპანია "არდი დაზღვევის" მფლობელი და ინვესტორი გახდა, რომელიც "არდი ჰოლდინგის" 97%-ს მოიცავს, - ამის შესახებ BM.GE-ის სააქციო საზოგადოება „არდი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, „არდი“ ორ კომპანიად გაიყო და გასული წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანია „არდი ჰოლდინგის“ სახელით დარეგისტრირდა, რომელმაც ორი მიმართულებით სრულიად დამოუკიდებელი კომპანიები გააერთიანა. ჯაფარიძის თქმით, აქედან მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“ „საქართველოს კაპიტალის“ მართვის ქვეშ იქნება, სადაზღვევო კომპანია „არდი P&C” კი მხოლოდ ნიშურ სადაზღვევო პროდუქტებზე ფოკუსირდება, როგორიცაა ფინანსური რისკების (საბანკო გარანტიების) დაზღვევა და სავალდებულო დაზღვევის სახეობები.

მიხეილ ჯაფარიძე იმასაც ამბობს, რომ გარკვეული ეტაპის შემდეგ „არდი P&C” სახელს შეიცვლის.

„ტექნიკურად, კომპანია „არდი“ ორ ნაწილად იყოფა და ორი განსხვავებული და დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანია იქნება. „არდი დაზღვევა“ იქნება ამ კომპანიებიდან ერთ-ერთი და ესაა კომპანია, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი კარგად იცნობს, თავისი ჯანმრთელობის, ავტო, ქონების დაზღვევით თუ სხვა, გარდა საბანკო გარანტიებისა და სავალდებულო დაზღვევისა. „არდი დაზღვევაში“ ინვესტირებას სრულად „საქართველოს კაპიტალი“ მოახდენს. შესაბამისად, საქართველოს კაპიტალი კომპანიის ძირითადი აქციონერი ხდება“, - განმარტავს „არდი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

კითხვაზე - რა წილი უკავია „არდი დაზღვევას“ ჰოლდინგურ სადაზღვევო კომპანიაში, რომელშიც Georgia Capital-მა ინვესტიცია ჩადო და ინფრასტრუქტურას განავითარებს, მიხეილ ჯაფარიძემ ამბობს, რომ „არდი ჰონდინგში“ „საქართველოს კაპიტალის“ მიერ მართული „არდი დაზღვევის“ წილი 97%-ია. წილების შეძენისა და შემდგომი განვითარებისთვის ჩადებული ინვესტიციის განაწილების შესახებ მიხეილ ჯაფარიძე გარიგების პირობებიდან გამომდინარე არ საუბრობს, თუმცა ამბობს: „Georgia Capital-მა 30 მლნ ლარის ინვესტირება იმაში მოახდინა, რომ გაყოფილ კომპანიაში „არდი დაზღვევის“ მიმართულებით ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულიყო. თანხის ნაწილი წილის შეძენას, დიდი ნაწილი კი კომპანიის დანარჩენ განვითარებას მოხმარდება".

მისივე ინფორმაციით, ამ გარიგებით სადაზღვევო კომპანია "არდი დაზღვევას" ბაზარზე სწრაფი განვითარების საშუალება ექნება.

„არდის“ მთავარი მიმართულება საშუალო და მაღალი ხარისხის პროდუქტების მიწოდება იყო. კომპანია თავის ნიშას და სეგმენტს არ უღალატებს და ამ მიმართულებით ოპერირებას და განვითარებას გააგრძელებს. კომპანიას განვითარების მომენტუმი და რესურსი უფრო მეტი ექნება, რა დროსაც ტექნოლოგიები მთლიანად დაიხვეწება, რაც მომხმარებლებისთვის სერვისის მიღებას გაამარტივებს და დააჩქარებს. იქნება ძალიან ბევრი სიახლე, როგორც არსებული სერვისის გამრავალფეროვნების კუთხით, ასევე სრულიად ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით. შესაბამისად, კომპანია უფრო სწრაფად განვითარდება“, - ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ქართულ სადაზღვევო ბაზარზე კომპანია „არდი ჯგუფი“ 2010 წლის 31 მარტს შემოვიდა. დღეს ის მომხმარებელს სხვადასხვა მიმართულებით სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს და 500 ადამიანს ასაქმებს.

მსხვილი საინვესტიციო კომპანია - სს საქართველოს კაპიტალის („Georgia Capital“) აქციები 2018 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.

სადაზღვევო კომპანია არდი ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და სტრატეგიული გაყოფის შესახებ განცხადებას აკეთებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები