გასული კვირეულის გამორჩეული ამბავი იყო "თიბისი კაპიტალის" მიერ დაორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას ეხმაურება. და ეს საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გახლდათ. მასში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა. კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა, "თიბისი კაპიტალის" გუნდთან ერთად, საკუთარი გამოცდილება, ბაზრის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები გააზიარეს. წარმოგიდგენთ ინტერვიუს სტეფან ვალერთან . ბატონი ვაილერი ბევრ თემას შეეხო. მათ შორის, საქართველოს ფინანსურ ჰაბად ქცევის პერსპექტივებსაც, რაზედაც არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს საქართველოს მთავრობისგან, რომელმაც ამისთვის თავის დროზე ავტორიტეტული როტშილდების ფონდი დააკონტრაქტა.
გიორგი არონია - “საქმიანი საღამო” & TECH INFORM-ის ავტორი;