საქართველომ წელს, 11 თვეში 58 მილიონ 795 ათასი დოლარის ღირებულების 7 701 ტონა კარაქი შეიძინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის ღირებულება 73.1%-ით, ხოლო მოცულობა 41.7%-ით გაიზარდა.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იანვარ-ნოემბერში კარაქის იმპორტი გაძვირდა - თუ შარშან 11 თვეში 1 კგ კარაქის იმპორტი 6.2 დოლარი ჯდებოდა, წელს პროდუქტის საშუალო ღირებულება ამ პერიოდში 7.6 დოლარამდე გაძვირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კარაქის იმპორტი მოიცავს, როგორც ნატურალური და რეკომბინირებული, შრატის ასევე რძის პასტებისგან წარმოებულ პროდუქტს.
საქართველოსთვის კარაქის მთავარი მომწოდებელი საფრანგეთია. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ მეორე ადგილზე მყოფი პარაგვაიდან წელს პროდუქტი უფრო იაფად შევიძინეთ, ვიდრე საფრანგეთიდან. თუმცა იმპორტიორ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფად კარაქი ირანიდან შემოგვაქვს, ყველაზე ძვირად კი დანიიდან.
საქართველოსთვის კარაქის TOP-10 იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- საფრანგეთი - $19.7 მლნ, 1 984 ტონა; 1 კგ. საშუალო ფასი - $9.9;
- პარაგვაი - $6.6 მლნ, 1 100 ტონა; 1 კგ. საშუალო ფასი - $6;
- ირანი - $6.1 მლნ, 1 226 ტონა; 1 კგ. საშუალო ფასი - $5;
- ურუგვაი - $5.5 მლნ, 850 ტონა; 1 კგ. საშუალო ფასი - $6.5;
- ფინეთი - $4.6 მლნ, 502 ტონა; 1 კგ. საშუალო ფასი - $9.2;
- უკრაინა - $3.2 მლნ, 423 ტონა; 1 კგ. საშუალო ფასი - $7.6;
- ბელგია - $2.1 მლნ, 235 ტონა; 1 კგ. საშუალო ფასი - $9.1;
- დანია - $2 მლნ, 199 ტონა; 1 კგ. საშუალო ფასი - $10.2;
- გერმანია - $1.4 მლნ,168 ტონა; 1 კგ. საშუალო ფასი - $8.6;
- ნიდერლანდები - $1 მლნ, 155 ტონა. 1 კგ. საშუალო ფასი - $6.5




























