მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა, საგარეო უწყებას ვერბალური ნოტა გადაეცა - EU დელეგაციის წევრის არშემოშვებაზე

ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ გუშინ, ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არშემოშვების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გადაეცა. ინფორმაცია საიმონ ვანდერბრიუკის შემოშვებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.

ინციდენტი 21 მაისს თბილისის აეროპორტში მოხდა. ეს ინფორმაცია Bm.ge-ის ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაუდასტურა.

როგორც EU-ს წარმომადგენლობაში ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარის გამო, ბოდიში მოიხადა.

"ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებულ წევრისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და სხვა არსებულ ნორმებს, რომელთაც, საქართველო ვალდებულია, რომ პატივი სცეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გადაეცა. საქართველოს ხელისუფლებამ შემთხვევის გამო ზეპირი ბოდიში მოიხადა და დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამშრომელს საქართველოში დაბრუნება შეუძლია“, - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები