მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ხელისუფლებას ევროსკეპტიკური უკვე აღარ ჰქვია, ის ანტიევროპულია - ნატა საბანაძე

ნატა საბანაძე

EU-ში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი და Chatham House-ის უფროსი მკვლევარი ნატა საბანაძე მმართველ ძალას ურჩევს, არ მიიღოს „რუსული კანონი“. „გაიგონ ხალხის ხმა. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია. ეს შესაძლებლობა ახლა გვაქვს და მის ხელიდან გაშვებას არცერთ ხელისუფლებას არავინ აპატიებს“, - თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

- 2021 წელს, „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობდით, რომ „დღეს საქართველოს ჰყავს ევროსკეპტიკური ხელისუფლება“-ო. 2024 წელია და რა ჰქვია მმართველ ძალას, რომელიც „რუსული კანონის“ მიღებას ცდილობს?

- სამწუხაროდ, დღეს, ამ კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ევროსკეპტიკური უკვე აღარ ჰქვია. ვთვლი, რომ ეს არის ანტიევროპული პოზიცია და ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ჰიბრიდული ომში რუსეთის მხარეს ჩაერთო.

- ამასთან, ეს არის მმართველი ძალა, რომლის დროსაც საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა, უვიზო რეჟიმი მიიღო ქვეყანამ და შარშან უკვე კანდიდატის სტატუსიც...

- ნამდვილად ასეა. ეს არის ის პარტია, რომლის დროსაც ქვეყანამ ეს ყველაფერი მიიღო; მაშინ მეც ელჩი ვიყავი. მეტიც, ამ პარტიამ საკონსტიტუციო ვალდებულებად გამოაცხადა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია; სწორედ ამ პარტიამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც ახლა არ ახსენებენ, რადგან არ აწყობთ, მაგრამ ეს ის პარტია აღარ არის. ბოლო წლებში „ქართული ოცნება“ ძალიან შეიცვალა. არაფერი დარჩა იმ პარტიისგან, რომელიც თავიდან საკმაოდ დემოკრატიულ, კოალიციურ მმართველ ძალად ჩამოყალიბდა; არც ის ხალხი, ვინც ევროპული ღირებულებების იყო...

- თუმცა ამ პარტიაში იყო და რჩება ბიძინა ივანიშვილი - მთავარი ფიგურა „ქართული ოცნების“ და რა გამოდის - პროდასავლური და პროევროპული „ოცნება“ და მისი წევრებიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო?

- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტორი, რომელიც ყოველთვის იყო. ალბათ მისი დამოკიდებულებებიც შეიცვალა და ეს ცვლილება მიუღებელი იყო მათთვის, ვინც იქ აღარ არის, ხოლო ვინც დარჩა, მათთვის მისაღებია, ასე გამოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები