მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ახალი ელჩები ჰყავს

სოფო ქაცარავა

"ოცნების" მთავრობა აგრძელებს ელჩების დანიშვნას სხვა ქვეყნებში. ბოლო განკარგულებებით ირკვევა, რომ საქართველოს ირლანდიაში, ეთიოპიასა და პორტუგალიაში ახალი ელჩები ჰყავს.

კერძოდ, ირლანდიაში ელჩად ინიშნება სოფიო ქაცარავა, რომელმაც 2019 წელს “ოცნებიდან” წასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა 2020 წელს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ის 2024 წლის ჩათვლით ამ პოზიციას იკავებდა, ახლა კი ირლანდიაში გააგრძელებს დიპლომატიურ მისიას.

საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება პორტუგალიაშიც, ამ პოზიციას ლევან წურწუმია დაიკავებს, 2024 წლის ბოლომდე პორტუგალიაში საქართველოს ელჩის პოსტს გიორგი მირცხულავა იკავებდა.

ეთიოპიაში კი საქართველოს ელჩად გია მაჭარაძე ინიშნება. ის 12 მაისიდან შეუდგება ამ პოსტზე მუშაობას. მაჭარაძე ამ დრომდე ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის პოსტს იკავებდა.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ახალი ელჩები დაინიშნნენ სლოვაკეთსა და მალაიზიაში. მალაიზიაში საქართველოს ელჩი იქნება ირაკლი ასაშვილი. ის 2008-2012 წლებში კონსული იყო ლიეტუვას რესპუბლიკაში; 2012 წელს – საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში, 2012-2017 წლებში კი – საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში. ხოლო 2018-2023 წლებში ირაკლი ასაშვილს ეკავა ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.

სლოვაკეთის რესპუბლიკაში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კონსტანტინე ქვაჩაკიძე დაინიშნა. 2000 წლიდან ქვაჩაკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. სლოვაკეთის რესპუბლიკაში დანიშვნამდე, ის კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო. მანამდე კი იყო ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

1 აპრილიდან კი საქართველოს თურქეთში, შვეიცარიასა და კუბაში ახალი ელჩები ჰყავს.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია და პროცედურას ორ თვემდე ვადა სჭირდება. უცნობია, კანდიდატურა.

კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან შეუძლებელია ამ ქვეყნებთან ურთიერთობა - კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები