მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ლატარიის კომპანია" შესყიდვას სპეციალური კომისიის მეშვეობით განახორციელებს

593e5e91b373d
სალომე მეცხვარიშვილი
12.06.17 14:32
1910
მთავრობამ "საქართველოს ლატარიის კომპანიის" მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი დაამტკიცა. შედეგად, საქართველოს ლატარიის კომპანია შესყიდვას სპეციალური კომისიის მეშვეობით განახორციელებს.

მთავრობის დადგენილებით, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი.

ლატარიის კომპანია სპეციალური წესის მიხედვით შეისყიდის შემდეგ საქონელსა და მომსახურებას:

• გადაცემის მოწყობისათვის საჭირო საქონელი, მათ შორის, ლოტოტრონი, ლოტოტრონის ბურთები, მონიტორი

• ჯეკპოტის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიალისათვის საჭირო საქონელი

• ლატარიის კომპანიის მფლობელობაში არსებული ლატარიის ბილეთების რეალიზაციისათვის აუცილებელი მოწყობილობები და ამ მოწყობილობების შესაბამისი სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები

• სარეკლამო და საინფორმაციო პროდუქცია

• ახალი თამაშისათვის საჭირო ინვენტარი

• გადაცემის მოწყობისათვის საჭირო მომსახურება – ლოტო 6/36 გათამაშების სტუდიის მოწყობა და სხვა

• ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურება

• სარეკლამო მასალის დამზადებისა და სხვადასხვა მედიასივრცეში განთავსების, მოწყობისა და მონიტორინგის მომსახურება

• ჯეკპოტის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიალისათვის საჭირო მომსახურება

• მომენტალური გათამაშების ბილეთების ბეჭდვის მომსახურება

• მომენტალური გათამაშების ბილეთების ტრანსპორტირების მომსახურება

• ქვეყნის ფარგლებს გარეთ თერმული ქაღალდის ბეჭდვა-დამზადება, ტრანსპორტირება

• მომენტალური გათამაშების ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებული თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევები. სარეკლამო და საინფორმაციო ღონისძიებების შესყიდვა

• სატრენინგო მომსახურება

• მომენტალური გათამაშების ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებული სარეკლამო და საინფორმაციო ღონისძიებების შესყიდვა

• კომპანიის ვებგვერდის, არსებული ინფრასტრუქტურისა და ბილინგის პროგრამებისათვის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა

• საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების მომსახურება

• მომენტალური გათამაშების ბილეთებსა და ლოტო 6/36-ის გათამაშებასთან დაკავშირებული მარკეტინგული და საინფორმაციო მომსახურება
• აუდიტორული მომსახურება

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზება-ჩატარების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ ტენდერი 2016 წლის 12 დეკემბერს გაიმართა. თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები