2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 43,462 ტონა მარილი $4.7 მილიონად შემოიტანა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული მარილის მოცულობა 48,919 ტონას, ხოლო ღირებულება $4.6 მილიონს შეადგენდა.
შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მარილის იმპორტი გადახდილი თანხის მიხედვით, წლიურად დაახლოებით 2.2%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 11.1%-ით შემცირდა.
მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში შემოტანილი 1 ტონა მარილის საშუალო საიმპორტო ღირებულება დაახლოებით $108-ს შეადგენდა. 2025 წლის იმავე პერიოდში კი 1 ტონა მარილის საშუალო ფასი დაახლოებით $94 იყო.
ამრიგად, ერთ ტონაზე საშუალო საიმპორტო ფასი დაახლოებით $14-ით, ანუ 15%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, წელს, მარილის მთავარი მომწოდებელი თურქეთია. 2026 წლის იანვარ-ივლისში თურქეთიდან $2.1 მილიონი დოლარის 22,740 ტონა მარილი შემოვიდა. მეორე ადგილზეა ირანი, საიდანაც საქართველოში $1.2 მილიონი დოლარის 14,959 ტონა მარილი შემოვიდა. ხოლო, მესამე პოზიციაზე აზერბაიჯანია - $649 ათასი და 3,665 ტონა.
ტოპ-10 მომწოდებელ ქვეყანას შორის ასევე არიან:
- რუსეთი - $367 ათასი, 1,009 ტონა;
- ყაზახეთი - $108 ათასი, 528 ტონა;
- საბერძნეთი - $49 ათასი, 80 ტონა;
- პაკისტანი - $46 ათასი, 178 ტონა;
- ნიდერლანდები - $32 ათასი, 98 ტონა;
- ხორვატია - $31 ათასი, 800 კილოგრამი;
- იტალია - $20 ათასი, 23 ტონა.




























