მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მასშტაბით, covid-სასტუმროებში 264 თავისუფალი ადგილია დარჩენილი

61dea5211da29
ანუკა ჯოხაძე
12.01.22 14:10
1902
საქართველოს მასშტაბით, covid-სასტუმროებში 264 თავისუფალი ადგილია დარჩენილი. შესაბამისი ინფორმაცია BM.GE-ის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიაწოდეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია 1 883 ნომერი, ხოლო თავისუფალია 264 სასტუმრო ოთახი.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში BM.GE-ის უთხრეს, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით და ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, ოთახებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

BM.GE-ის ინფორმაციით, თბილისში არსებულ covid-სასტუმროებში ადგილები აღარ არის.  ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა პაციენტმა მოგვაწოდა, რომელიც ამ ეტაპზე საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საკარანტინე სასტუმროში მყოფ პირს უდასტურდება COVID-19, ის იძულებულია, სახლში წავიდეს, რადგან საკარანტინე სივრცეებში covid-ინფექციით დადასტურებული პაციენტები ვერ რჩებიან. პაციენტის განმარტებით, ადგილზე მას განუცხადეს, რომ თბილისის covid-სასტუმროებში ადგილი არ არის და შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი დაუდასტურდება, სახლში დაბრუნება მოუწევს, სადაც იზოლაციის საშუალება არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები