მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქართველოს მელიორაციაში“ინვენტარიზაციების შედეგად, დანაკლისებია გამოვლენილი - აუდიტი

მელიორაცია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის თანახმადაც ინვენტარიზაციების შედეგად, დანაკლისებია დაფიქსირებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მოკლევადიანი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთი 2021 წელს შეადგენდა, 6,113,941 და 3,572,097 ლარს, ხოლო 2022 წელს − 9,075,836 და 2,931,461 ლარს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანიაში 2021-2022 წლებში არ ჩატარებულა მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რაც საკანონმდებლო მოთხოვნების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აქტივებზე, რომლებზეც არ იყო ცნობილი მატერიალურად პასუხისმგებელი პირები და რომლებიც საინვენტარიზაციო კომისიების მიერ მიჩნეულ იქნა დანაკლისად, შემდგომი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.

"კომპანიის მიერ ჩატარებულ ბალანსზე მყოფი კომპიუტერული ტექნიკის და სხვა საკომუნიკაციო ელექტრომოწყობილობების ინვენტარიზაციის შედეგებით, დანაკლისად მიჩნეული 335 ერთეული აქტივის ჩამოწერა განხორციელდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კომპანიის ბალანსზე არსებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების (მხოლოდ ძირითადი საშუალება) ჩამოწერის მუდმივმოქმედ კომისიასთან შეუთანხმებლად.

შპს „გრანთ თორნთონის“ მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა 876 ერთეული აქტივის დანაკლისი. ამ შემთხვევაში მათი ჩამოწერა არ განხორციელებულა. აქტივებზე, რომლებზეც არ იყვნენ ცნობილი მატერიალურად პასუხისმგებელი პირები და რომლებიც საინვენტარიზაციო კომისიების მიერ მიჩნეულ იქნა დანაკლისად, შემდგომი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა", - ვკითხულობთ აუდიტი ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები