მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველომ მინერალური და გაზიანი წყლების ექსპორტიდან 143,5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ ჯამში 222 745 117 ლიტრი ტონა მინერალური და მტკნარი წყლები გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 23.8%-ით აჭარბებს. ექსპორტის ღირებულება კი 25.2%-ით გაიზარდა. ამგვარად, მინერალურმა წყლებმა ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში 2.6%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა.
საქართველოსთვის მინერალური წყლების მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. ქვეყანამ რუსეთის ფედერაციაში 68.1 მლნ დოლარის ღირებულების 124 766 776 ლიტრი მინერალური და გაზიანი მტკნარი წყლები გაყიდა.
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების TOP 5-ეული:
- რუსეთი - $ 68,1 მლნ (124 766 776 ლიტრი)
- ყაზახეთი - $27,3 მლნ (35 603 649 ლიტრი)
- უკრაინა - $16,2 მლნ (20 850 883 ლიტრი)
- უზბეკეთი-$7,1 მლნ (8 214 669 ლიტრი)
- ლიეტუვა -$6.6 მლნ (9 276 880 ლიტრი)
რაც შეეხება იმპორტს, შესყიდვის მაჩვენებლების მცირეა. წელს 10 თვეში ქვეყანამ 185.1 ათასი დოლარის ღირებულების 213 395 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები იყიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ამ შემთხვევაში იმპორტის ღირებულებით იტალიაა, ხოლო მოცულობით რუსეთი.
უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების TOP 5-ეული:
- იტალია -$59 ათასი (48 756 ლიტრი)
- რუსეთი - $33 ათასი (49 902 ლიტრი)
- საფრანგეთი - $29 ათასი (26 829 ლიტრი)
- სომხეთი - $14 ათასი (27 555 ლიტრი)
- ნიდერლანდები - $14 ათასი, (15 206 ლიტრი)