საქართველოს მინის ბოთლების და ბოცების იმპორტი გაუძვირდა. 2025 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში 79,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 145 453 ტონა მინის ბოცები და ბოთლები შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2024 წელს, 71,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 155 959 ტონა. მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ მინის ბოცებისა და ბოთლების იმპორტი დაახლოებით 20%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, 2025 წლის მონაცემების თანახმად, მინის ბოთლებისა და ბოცების იმპორტის ნახევარი რუსეთზე მოდის, მას მოჰყვება სომხეთი და ჩინეთი.
მინის ბოცებისა და ბოთლების საიმპორტო ქვეყნები:
- რუსეთი - 39,8 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი - 27,4 მლნ აშშ დოლარი
- ჩინეთი - 2,7 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 2,3 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა - 1,9 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი - 1,6 მლნ აშშ დოლარი
- საფრანგეთი - 1,1 მლნ აშშ დოლარი
- მოლდოვა - 896 400 აშშ დოლარი
- იტალია - 701 600 აშშ დოლარი
- ბულგარეთი - 174 400 აშშ დოლარი
ცნობისთვის, მთავრობა 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებით და შეფუთვებით სურსათის (მათ შორის სასმლის) რეალიზაციის აკრძალვას გეგმავს.
რაც შეეხება ექსპორტს, იმპორტთან შედარებით, მინის ბოცებისა და ბოთლების ექსპორტი მცირეა.
2025 წელს საქართველოდან 2,6 მლნ აშშ დოლარის 5 462 ტონა მინის ბოთლების ექსპორტი განხორციელდა, 2024 წელს კი - 2,8 მლნ აშშ დოლარის 5582 ტონა. საექსპორტო ქვეყნები მეტწილად აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსია.



























