მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მობილურების იმპორტი გაუძვირდა - რა რაოდენობის სმარტფონი შემოგვაქვს?

მობილურ

საქართველოს მობილური ტელეფონების იმპორტი გაუძვირდა, თუმცა, რაოდენობრივად სმარტფონების შემოტანა შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში დაახლოებით 124 მლნ დოლარის ღირებულების ტელეფონები შემოვიტანეთ, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობამ 149 მლნ შეადგინა.

მთავარი საიმპორტო ბაზარი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, საიდანაც წელს იანვარ-მაისის პერიოდში 53,7 მლნ დოლარის ტელეფონების იმპორტი განხორციელდა, მეორე ადგილზეა ჩეხეთი 25,5 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, მესამეზე - ჰონკონგი 11,8 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, წელს საქართველოდან მობილურების რეექსპორტმა მხოლოდ 182 000 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება გასული სამი წლის ჯამურ მონაცემებს, საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტი რაოდენობრივად შემცირდა, თუმცა, თანხობრივად გაიზარდა:

2021 წელს - 1 178 815 (180,4 მლნ აშშ დოლარი)

2022 წელს - 880 316 (237 მლნ აშშ დოლარი)

2023 წელს - 878 163 (285 მლნ აშშ დოლარი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები