მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოქალაქეები პრორუსულ მთავრობას არ დაუშვებენ - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

საქართველოს მოქალაქეები პრორუსულ მთავრობას არ დაუშვებენ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მით უმეტეს არჩევნების პერიოდში, ყველა გრძნობს, რომ ამ ქვეყანაში პრორუსულობას არავინ გაპატიებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დამოკიდებულებაზე დასავლეთის მიმართ.

„საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება არ დაუშვებს პრორუსულ მთავრობას - მმართველ პარტიას, თუ ის იქნება გამოკვეთილად პრორუსული. ამიტომ ვერ ბედავს ვერავინ. თუ შეამჩნიეთ, ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენლებს, ისეთი სიტყვებით ამკობდა, ჩავიდა სად? - ბრიუსელში. ვის იღებს პირველ რიგში? - ევროკავშირის ელჩებს. დაავიწყდა, რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც პარტიის თავმჯდომარის. ეს არის ის ნიშნები, რომელიც საინტერესოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრას, მან შემდეგნაირად უპასუხა:"ვხედავ, რომ არის რაღაც ნიშნები, რომელიც შეიძლება იყოს სიფრთხილე, შეიძლება იყოს პირადი მენტალობის თანხვედრა, შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ ეს ჩემი საკითხი არაა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს ათონელის რეზიდენციაში პასუხობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები