ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლის გავლას ავტომატური აპარატების მეშვეობით შეძლებენ. eGate არის სისტემა, რომლითაც შესაძლებელია მოქალაქემ საკუთარი პასპორტი/პირადობა სპეციალურ წამკითხველს დაადოს, მისი სახის ავტორიზაციას ბიომეტრიული კამერა მოახდენს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გააღებს.
აეროპორტების გაერთიანება ამ პროექტზე 1.87 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რომლითაც 7 გამშვები აპარატის შეძენა და მათი IT სისტემის ქართულ სასაზღვრო სისტემაში ინტეგრაცია უნდა მოხდეს.
eGate საპასპორტო კონტროლის სისტემა 2013 წლიდან დღემდე 35 ქვეყნის აეროპორტებში არის დანერგილი.
"პროექტი მიზნად ისახავს დავით აღმაშენებლის ქუთაისის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ერთეული საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული ელექტრონული კარიბჭისა (eGate) და მისი სამართავი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას, მის იმპლემენტაციასა და ინტეგრაციას საქართველოს სასაზღვრო მიგრაციის მართვისა და მოხსენების სისტემის (BMARS) პროგრამულ გარემოში. აღნიშნული პროექტი ემსახურება ქუთაისის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და მათ მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებასა და უსაფრთხოების დონის ამაღლებას.
პრეტენდენტს უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის დანერგვის გამოცდილება მინიმუმ 5 აეროპორტში.
სისტემა უნდა შედგებოდეს 7 ერთეული ელექტრონული კარიბჭისგან (eGate), რომლებიც უნდა დამონტაჟდეს ერთმანეთის გვერდიგვერდ, მიმდევრობით.
და მოქალაქეობის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის სკანერით, ბიომეტრიული კონტროლის კამერით,"- ნათქვამია სატენდერო წინადადებაში.