აშშ-ის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-6-კვირიან გაცვლით პროგრამას აცხადებს. პროგრამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. გაცვლითი პროგრამა პროფესიული პრაქტიკის მიღებაზე იქნება ორიენტირებულ და მას სრულად აშშ-ის მთავრობა აფინანსებს.
საელჩოს ცნობით, პროგრამას საქართველოში ადმინისტრირებას ამერიკული საბჭოები უწევს.
შერჩეული კანდიდატები ამერიკაში 2025 წლის მაისი-ივნისის პერიოდში გაემგზავრებიან.
დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.