"2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის გარეთ საცალო ვაჭრობაში (როგორც ფიზიკურად მოგზაურობისას, ისე ონლაინ) ჯამში 3.8 მილიარდი ლარი დახარჯეს", - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის "თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების" კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ.
დოკუმენტის თანახმად, ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მზარდია:
- 2023 წელი – 2.2 მლრდ ლარი
- 2024 წელი – 2.9 მლრდ ლარი
- 2025 წელი – 3.8 მლრდ ლარი
2025 წელს საზღვარგარეთ გაწეული 3.8 მილიარდი ლარის დანახარჯებიდან თანაბარი წილი, 1.9-1.9 მილიარდი ლარი, ფიზიკურ ვაჭრობასა და ელ-კომერციაზე მოდიოდა.
რაც შეეხება დანახარჯების სექტორულ განაწილებას, საზღვარგარეთ შესყიდვების ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის:
- ტანსაცმელი & აქსესუარები – 36%
- სახლის მოვლა – 17%
- ელექტრონიკა – 12%
- თავის მოვლა – 6%
- სხვა – 29%
კვლევის მიხედვით, საზღვარგარეთ ტანსაცმლის სექტორზე გაწეული დანახარჯების თითქმის ნახევარი, 49% (დაახლოებით 1.4 მლრდ ლარიდან), ლუქს სეგმენტის ბრენდებზე მოდის. თუმცა, ადგილობრივ ბაზარზე ამ სეგმენტის მიწოდების მკაფიო დეფიციტი იკვეთება.
კერძოდ, თბილისის წამყვან მოლებში ტანსაცმლისთვის გაქირავებული 100 ათასი კვ.მ. ფართობიდან ლუქს ბრენდებს მხოლოდ 2% უჭირავთ. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე, სადაც ტანსაცმლისთვის ათვისებული 32 ათასი კვ.მ.-დან ლუქს სეგმენტს 28% უკავია.
ტანსაცმლისა და აქსესუარების საფასო სეგმენტების მიხედვით განაწილება 2025 წელს შემდეგნაირად გამოიყურება:
საზღვარგარეთ დანახარჯები (სულ 1.4 მლრდ ლარი):
- ლუქსი – 49%
- საშუალო – 22%
- მაღალი – 15%
- ბიუჯეტური – 13%
თბილისის მთავარ მოლებში გაქირავებული ფართი (სულ 100 ათასი კვ.მ.):
- ბიუჯეტური – 58%
- საშუალო – 32%
- მაღალი – 8%
- ლუქსი – 2%
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე გაქირავებული ფართი (სულ 32 ათასი კვ.მ.):
- ბიუჯეტური – 44%
- ლუქსი – 28%
- საშუალო – 25%
- მაღალი – 4%




























