მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიენიჭა - ევროკომისია

პასპორტ

ევროკომისიამ გუშინ, 4 ნოემბერს EU-ს კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია საქართველოში მოქალაქეობის მიღების წესებზე. ანგარიში აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

"საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიღებულ იქნეს დაბადებით, ნატურალიზაციით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოქალაქეობის აღდგენის, შვილად აყვანის ან წარმომავლობის საფუძველზე. საქართველო, ზოგადად, არ ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეზიდენტს შეუძლია ნებართვა მისცეს ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. მოქალაქეობის საკითხებს განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (SSDA).

საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს არ სთავაზობს გარანტირებულ „ინვესტიციით მოქალაქეობის მიღების“ ან ე.წ. „ოქროს პასპორტის“ პროგრამას, თუმცა ქვეყანას აქვს მექანიზმები, რომლებიც უცხოელებს ინვესტიციის საფუძველზე აძლევს დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას.

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 587 პირს, რომელთაგან უმეტესობა იყო რუსეთიდან (2 361), გერმანიიდან (251) და უკრაინიდან (175) — რაც 2023 წელთან შედარებით 476-ით მეტია. ამავე პერიოდში მოქალაქეობა დაკარგა 1 592 პირმა, ძირითადად რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო (802 შემთხვევა),"- ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკა 2024 წელს:

წინა მოქალაქეობის ქვეყანა მოქალაქეთა რაოდენობა 2024 წელს
რუსეთის ფედერაცია

2361

გერმანია 251
უკრაინა 175
ისრაელი 141
სომხეთი 131
ამერიკის შეერთებული შტატები 110
თურქეთი 97
საბერძნეთი 65
გაერთიანებული სამეფო 32
სხვა ქვეყანა/მოქალაქეობის არ მქონე 185/29

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები