ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსიმ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მმართველი პარტია აგრძელებს ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას.
კომისრის თქმით, ეს ხდება დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე გამუდმებული თავდასხმების გზით, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს.
"საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე გამუდმებული თავდასხმების გზით.
მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს. ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო.
ვითარების შეცვლისა და ახალი ეტაპის დაწყების პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს”, - განაცხადა მარტა კოსიმ.
























