საქსტატის მონაცემებით, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს.
დედაქალაქში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 1 282 600-ს შეადგენს.

2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.




























