მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის ორიენტირებული რომ სწავლა მათმა შვილებმა ევროპულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

"საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის ორიენტირებული რომ სწავლა მათმა შვილებმა ევროპულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდები რომლებიც ფიქრობენ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში უნდა გააგრძელონ საბაკალავრო დონეზე, მათ ერთადერთი რაც დასჭირდებათ, არის ის რომ 11 კლასის დასრულების შემდეგ ერთი წლით ისწავლონ უცხოეთში რომელიმე სკოლაში ან კოლეჯში რომელიც 1-წლიანია.

"ევროპული უნივერსიტეტები ითხოვენ, რომ 12 წლის სწავლების დამადასტურებელი ატესტატი წარადგინონ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის ორიენტირებული, რომ სწავლა მათმა შვილებმა ევროპულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ საბაკალავრო დონეზე, ამ ეტაპზე უფრო მოთხოვნადი არის სამაგისტრო საფეხური.

ის ახალგაზრდები რომლებიც ფიქრობენ რომ მათმა შვილებმა უნდა გააგრძელონ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე, მათ ერთადერთი რაც დასჭირდებათ, არის ის რომ 11 კლასის დასრულების შემდეგ ერთი წლით ისწავლონ უცხოეთში რომელიმე სკოლაში ან კოლეჯში რომელიც 1-წლიანია. ანუ ეს 11 წელი არის ფუნდამენტი რომ ისინი ჩაირიცხონ იმ 1-წლიან სასწავლო პროგრამაში", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები