მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მშპ წელს ₾100 მილიარდს გადააჭარბებს, მშპ ერთ მოსახლეზე კი $10,000-ს - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ 10 000 დოლარზე მეტი გახდება — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა იანვარ-ოქტომბერში 7.6% შეადგინა, რაც მიუთითებს, რომ წლის ბოლოს შედეგი, დიდი ალბათობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 7.2-პროცენტიან პროგნოზს გადააჭარბებს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდმა უკვე გააუმჯობესა თავისი პროგნოზი და ზრდის მაჩვენებელი 7.2 პროცენტამდე ასწია, თუმცა შესაძლოა წელი უფრო მაღალი შედეგითაც დასრულდეს. მისივე განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეკონომიკის მოცულობა 100 მილიარდ ლარს მიაღწევს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ 10 000 დოლარს გადაცდება.

პრემიერის თქმით, ისტორიულ ნიშნულად იქცევა ასევე მაჩვენებელი მსყიდველობითი უნარის პარიტეტით, რომელიც, მისი თქმით, 30 000 PPP დოლარს გადააჭარბებს — მაშინ, როცა რვა წლის წინ ამავე ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარი იყო.

"ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, სქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ასევე პირველად ისტორიაში, გადაცდება 10 000 დოლარს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადაცდება პირველად 30 000 დოლარს, როცა სულ რაღაც 8 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარი იყო. ეკონომიკურად ყველა მიმართულებით ქვეყანა სწორად ვითარდება. შესაბამისად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები