მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს მთავრობა "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციას გეგმავს

დავით საგანელიძე

საქართველოს მთავრობა "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი") ლიკვიდაციას გეგმავს - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის მიერ წარსადგენ კანონპროექტების ჩამონათვალში. აღნიშნულ ფონდს მისი რეორგანიზაციის შემდეგ ბესიკ ბუგიანიშვილის ხელმძღვანელობს, ხოლო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძეა.

"სააქციო საზოგადოება - საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი", - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ახალი ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს.

"საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება, რომელიც საკუთარ სახელწოდებაში გამოიყენებს ტერმინს „ბანკი“ და რომელიც არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში", - ნათქვამია განკარგულებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები