ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი უნდა განიხილოს, არჩევნებამდე და არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევების გამო.
"ვფიქრობ, ხელისუფლების მიერ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი უნდა იქნეს განხილული. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩატარდეს. ნიდერლანდები ქართველი ხალხის გვერდითაა და ამას გავაგრძელებთ", - განაცხადა კასპარ ველდკამპმა.
დღეს, 24 თებერვალს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.




























