მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს მთავრობამ საკუთარ ხალხს უნდა მოუსმინოს" - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

ესტონეთი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე მედიასთან საქართველოს შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნებოდა მისი გზავნილი ქართველი ხალხისადმი, რომელიც ამ ეტაპზე საკუთარი მომავლისთვის იბრძვის, ესტონეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების ნება უნდა გაითვალისწინოს.

"ვიტყოდი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს, რომელსაც ევროპაში სურს ყოფნა", - განაცხადა კრისტენ მიხალმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის ლიდერები სხვა მთავარ თემებთან ერთად ევროკავშირის გაფართოების საკითხზეც ისაუბრებენ. Euroscope-ის ინფორმაციით, ფორუმზე "ქართული ოცნება" მიწვეული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები