"საქართველო შესანიშნავი და ძალიან კარგი ქვეყანაა", - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დიდ ბრიტანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-4 სამიტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ორბანის თქმით, იგი საქართველოს მთავრობას ძალიან აფასებს, რადგან მათ სუვერენიტეტის შენარჩუნება რთულ გარემოში უწევთ.
"[საქართველოს] მთავრობას ძალიან ვაფასებ, ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძალიან რთულ გარემოში. სამწუხაროდ, ევროპაში მრავალ ლიდერს არ ესმის, თუ რა რთულია საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი ყველა მიმართულებით, თუმცა, რასაც აკეთებენ ამას ძალიან ვაფასებ", - განაცხადა ორბანმა [საზმაუს თარგმანი].
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.