გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შეგნებულად არ უნდა შეაფერხოს საქართველოს ევროინტეგრაცია.
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომელსაც მხარს ქუჩაში შეკრებილი ათობით ათასი ადამიანი უჭერს. ეს არის საძირკველი დემოკრატიული, ნათელი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოებისა. ახლა მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ შეგნებულად არ დაბლოკოს მომავლის გზა", - წერს ანალენა ბერბოკი.