მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობის ქმედებებზე დიდი შეშფოთებები გვრჩება, რის გამოც დავაწესეთ სანქციები - მეთიუ მილერი

მეთიუ მილერი

ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა სწორედ ამიტომ დააწესა სანქციები, შეაჩერა დახმარება და სტრატეგიული ურთიერთობები.

“გვრჩება დიდი შეშფოთებები საქართველოს მთავრობის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა საკუთარ მოსახლეობაზე ზეწოლა, დემოკრატიული გზიდან და უფრო დიდი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ.

სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენგან ახალ სანქციებს საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, დახმარების შემცირებას, რომლის გადაცემასაც ვაპირებდით საქართველოს მთავრობისთვის, მათთან სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერებას,” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები