მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა

სს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა. შეხვედრა გამარჯვებით ალბანეთმა, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. მან დისკვალიფიცირებული გიორგი ქოჩორაშვილი შეცვალა და წინა მატჩებთან შედარებით სათამაშო სქემაც გადააწყო.

ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა. მთავარი ცვლილება კი ის იყო, რომ ალბანელებს 4 მცველითა და 2 თავდამსხმელით ვეთამაშეთ, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე შეტევის დუეტში ერთად პირველად ვიხილეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები