ეროვნული ნაკრები ტირანაში, ალბანეთში ჩაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ალბანეთთან შეხვედრას 10 სექტემბერს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრებმა გუშინ, 7 სექტემბერს, ჩეხეთის ნაკრებს ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე 4:1 მოუგო. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი იყო შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იყო შესაძლებელი.