მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნაკრების ღირებულება €18.4 მლნ-ით გაიზარდა - Transfermarkt

ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯამური ღირებულება 18.4 მლნ ევროთი გაიზარდა.

ნაკრები შემოდგომაზე დაახლოებით 178 მილიონად იყო შეფასებული, ხოლო ამჟამად ფასი 196,45 მილიონ ევროს აღწევს.

საფეხბურთო ტრანსფერების პორტალ Transfermarkt-ზე სატრანსფერო ღირებულებები განახლდა და ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხოთ.

ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ღირებულებაც 80 მილიონს შეადგენდა, ახლა 85 მილიონს აღწევს და ამ შედეგით იტალიურ სერია A-ში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა. მასზე ძვირად იტალიაში მხოლოდ “ინტერის” არგენტინელი შემტევი, ლაუტარო მარტინესი ფასდება, რომლის ფასიც Transfermarkt-ზე 100 მილიონ ევროს აღწევს.

პროგრესირებს “ემპოლის” მცველი საბა გოგლიჩიძეც, რომლის ღირებულებაც თავდაპირველად 300 ათასიდან 5 მილიონ ევრომდე, ხოლო დღეს დამატებით 3 მილიონით 8 მილიონამდე გაიზარდა. ამჟამად საბა თანაგუნდელ ჯაკოპო ფაცინისთან ერთად კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

მათთან ერთად 1 მილიონით გაძვირდა ამერიკული “ატლანტა იუნაიტედის” ფლანგის შემტევის, საბა ლობჟანიძის ღირებულებაც, რომელიც ამჟამად 4 მილიონ ევროდ ფასდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები