მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო

სს
27.03.24 20:27
608

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სპეციალური ვიზუალური პროექცია მოეწყო.

პროექცია გზავნილით - „პირველად ისტორიაში“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციებს ასახავს.

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების პერსონალი ღირსების ორდენზე წარადგინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები