საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი უკრაინასთან ფრედ 1-1 დაასრულა.
2024 წლის ბოლო საშინაო თამაში ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" იმართებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საქართველოს უკრაინის ნაკრებთან არასდროს მოუგია - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ურთიერთშეხვედრებში 3 ფრე და 7 წაგება აქვს.
საქართველოს ნაკრები ბოლო ტურის მატჩს 19 ნოემბერს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში ჩეხეთში, ქალაქ ოლომოუცში უნდა გაიმართოს. თავის მხრივ, უკრაინას მეორე თამაშიც გასვლაზე უწევს - ბათუმის შემდეგ, ნაკრები ტირანაში ალბანეთს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს შედგება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობაც გახდება ცნობილი.