მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობა შემცირდა

64674016b6fbb
მარიამ ვარადაშვილი
19.05.23 19:52
658
საქსტატის ინფორმაციით, I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 393 გემი შევიდა, რომელთა 39.7% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 28.2%- თხევადი ტვირთმზიდი, ხოლო 23.7%- კონტეინერმზიდი იყო. 

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 43.1%-ით მეტი კონტეინერმზიდი, 5.4%-ით მეტი - გენერალური ტვირთმზიდი და 17.8%-ით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი მიიღო.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შესული გემების 16.3% პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.3%- ლიბერიის, 13.7%- თურქეთის. I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 505.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 17.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 55.8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები