მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგება - თამარ იოსელიანი

62b4cbf4f2b20
ალა ისპირიანი
24.06.22 01:00
1090
საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა იგეგმება. როგორც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა „საქმის კურსში“ განაცხადა, ამის მიზანი ნავსადგურებში შემოსული ან გასული გემების ფორმალობებთან დაკავშირებული ანგარიშგების გამარტივება და გაციფრულებაა.

„პროექტებს ჩვენი პარტნიორების დახმარებით ვახორციელებთ. საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა იგეგმება. ეს არის გემის გაფორმების პროცედურების დიგიტალიზაცია. EBRD-ის დაფინანსებით, კვლევა უკვე მაგიდაზე გვიდევს და ნელ-ნელა მეორე ფაზის იმპლემენტაციაზე გადავდივართ. ეს იმას მოგვცემს, რომ სრულად, ყველა სერვისი ნავსადგურებში მიწოდება მომხმარებელს - იქნება კერძო თუ საჯარო, ლოჯისტიკური თუ ის, რაც ნავსადგურში შესაბამისი გემის გაფორმებას თან ახლავს. ეს ყველაფერი გაციფრულდება და შესაძლებლობას მოგცემს ის დრო შევამციროთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გემის მფლობელისთვის“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ნავსადგურებში განხორციელებული ერთი ფანჯრის კონცეფციის დანერგვის მიზანშეწონილობის კვლევისთვის USD 120 000 იქნა გამოყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები