მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნავსადგურებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა 39%-ით შემცირდა

644b7035eb903
მარიამ ვარადაშვილი
28.04.23 11:28
531
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულ იქნა - 147,973 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 46%-იან მატებას წარმოადგენს. აქვე აღსანიშნია, რომ ფოთის ნავსადგურში, მარტის თვეში დაფიქსირებული მაჩვენებელი - 52,475 TEU აჭარბებს 2019 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 51,272 TEU.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-იან ზრდა გვაქვს გენერალური ტვირთების მიმართულებითაც: 2023 წლის პირველ სამ თვეში ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გენერალურმა ტვირთმა 1,229,548 ტონა შეადგინა. აქედან ბათუმში გადამუშავდა 107,176 ტონა, ფოთში - 115,589 ტონა.

საქართველოს ნავსადგურებში 39%-ით შემცირებულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა 1,190,301 ტონა, რაც განპირობებულია ბაქო-სუფსის მილსადენის ფაქტორით, შესაბამისად სუფსის ნავთობტერმინალს 2022 წლის აპრილიდან აღარ მიიუღია გემები (ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2 გემი დამუშავდა 2023 წლის თებერვალში). წინა წელთან შედარებით 23%-იანი კლების მაჩვენებელი ფიქსირდება ასევე ნაყარი ტვირთების კუთხითაც, რომლის რაოდენობამ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში 917,706 ტონა შეადგინა. თუმცა ზოგადი კლების მიუხედავად, ბათუმში ნაყარი ტვირთის მოცულობა შენარჩუნდა (ბათუმი - 325,368 ტონა) და შარშანდელთან შედარებით 0.5%-ით კი გაიზარდა. აქვე, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით ნაყარი ტვირთების 112%-იანი ზრდა გვქონდა.

ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები