მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიუღებელი და უკანონოა - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე. საქმე ის არის, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საარჩევნო უბნები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებშიც იყო გახსნილი.

„ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე.

აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები