მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პარლამენტი 5.6 მილიონ ლარად 60 Toyota Camry-ის შეიძენს

Toyota Camry ტოიოტა ქემრი ავტომობილი

საქართველოს პარლამენტის აპარატი 60 ახალ ავტომობილს 5.6 მილიონ ლარად შეიძენს - პარლამენტსა და "ტოიოტა ცენტრ თეგეტას" შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ხელშეკრულების თანახმად, "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" პარლამენტს 60 ჰიბრიდულ Toyota Camry-ის მიაწვდის.

პარლამენტმა ახალი ავტომობილების შესყიდვის ტენდერი ივლისში გამოაცხადა, მაშინ საქართველოს პარლამენტის აპარატმა განაცხადა, რომ მათ საკუთრებაში არსებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი ამორტიზებული იყო და მათ უმეტესობას 300,000 კილომეტრზე მეტი გარბენი ჰქონდა.

ხელშეკრულების თანახმად ერთი Toyota Camry-ის შესყიდვის ღირებულება 92,630 ლარი იქნება.

"დღეის მდგომარეობით პარლამენტის აპარატის ბალანსზე ირიცხება 89 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება (მათ შორის საპროტოკოლო, სამორიგეო და სამგზავრო მიკროავტობუსები დელეგაციების მომსახურებისთვის), რომელთაგანაც უმეტესობა 2015 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ღონისძიების შემდეგ, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადმოცემული, უკვე ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომანქანები და ასევე 2007-2013 წლებში შეძენილი სხვადასხვა მარკის ავტომანქანაა,"- აღნიშნავდა საქართველოს პარლამენტი ტენდერის მიზეზებთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები