საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
"საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლითაც პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის ღიაობა იქნება დაშვებული.
საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა წარადგინა. ცვლილება პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში შედის და დგინდება, რომ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, სახალხო დამცველი გამოაკლდება.
მისი თქმით, ეს ცვლილება საზოგადოებას საშუალებას მისცემს, რომ თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს", - წერია ინფორმაციაში.