საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც დღეს იმართება, არაკონსტიტუციურია. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა, სადაც სამი მიზეზი დაასახელა:
1. მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია.
2. მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად.
3. ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში", - წერს პრეზიდენტი X-ზე.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები და პოლიტიკოსები მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც დღეს იმართება.