მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პარლამენტმა PABSEC-ის თავმჯდომარეობა საბერძნეთის პარლამენტს გადასცა

232

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, PABSEC-ის თავმჯდომარეობა, რომელიც საქართველოს ექვსი თვის განმავლობაში ეკავა, საბერძნეთის პარლამენტს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის თავმჯდომარეობა წევრ ქვეყნებს შორის როტაციის პრინციპით ხდება.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასამბლეის რიგით 67-ე პლენარული სხდომა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში იმართება.

"საბერძნეთის პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფია ვულტეპსიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ორგანიზაციის სახელით, PABSEC-ის საპატიო მედალი გადასცა.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტის, აფრიმ გაშის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის, PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მოადგილის ბორის კოლისნიჩენკოს მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა",- აღნიშნულია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები